ადვოკატის თქმით, ალეკო ელისაშვილის საქმის გამოძიება, სავარაუდოდ, სუსმა გადაიბარა

ალეკო ელისაშვილის საქმის გამოძიება, სავარაუდოდ, სუსმა გადაიბარა. ეს ინფორმაცია “პირველებს” რამდენიმე წუთის წინ დიღმის იზოლატორში მისულმა ადვოკატმა მიაწოდა. ინტერესების დამცველი ახლა დაკავებულ პოლიტიკოსს ხვდება.

“ის ორგანო, რომელიც იძიებდა აღნიშნულ საქმეს, აღარ იძიებს და გადაეწერა ე.წ. სუსს. არ ვიცი, ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია, მუხლი გადაკვალიფიცრდეს. ახლა შევდივარ, გავეცნობი ბრალის დადგენილებას და მერე შემიძლია, რომ დამატეით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რას ედავებიან კონკრეტულად და რომელი მუხლით. ახლა შევხვდები გამომძიებლებს, პროკურორს და გავარკვევ დეტალებს, – თქვა ადვოკატმა.

“პირველებმა” ინფორმაციის გადამოწმება სუსში სცადა, თუმცა იქ უარყვეს, რომ საქმე მათ გადაეწერათ. უწყებაში მედიას უთხრეს, რომ საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს.

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გუშინ დააკავეს. შსს-ს ამბობს, რომ შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიაბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსი“ არაბული ქალაქების პროექტის შეწყვეტას ითხოვს და მასშტაბურ აქციებს აანონსებს