ადვოკატის მტკიცებით, ბოლო ძალადობა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე საგურამოში 2014 წლის 9 მაისს განხორციელდა

“გამოძიების ფარგლებში ვაპირებთ ჩვენების მიცემას, საუბარია როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ფაქტზე. შესაბამისად, ანა აპირებს დეტალურად მისცეს ჩვენება. დაასახელებს ყველა იმ მოწმეს და მტკიცებულებას, რომელიც ამ საქმეში არსებობს.” – განაცხადა ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ადვოკატმა ელისო რუხაძემ მას შემდეგ, რაც ანა ბაგრატიონი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე შევიდა.

მისივე თქმით, ბოლო ძალადობა ანაზე საგურამოში 2014 წლის 9 მაისს განხორციელდა და ამ ფაქტს ადასტურებს ექსპერიტიზის დასკვნაც.

“ძალადობას ადგილი ჰქონდა მისი არასრულწლოვანი შვილის გიორგის თვალწინ. ეს არის მძიმე დანაშაული და მასზე მოქმედებს 6 წლამდე ხანდაზმულობა” – განაცხადა ანა ბაგრატიონის ადვოკატმა ელისო რუხაძემ. ადვოკატის ინფორმაციით, ანა ბაგრატიონ გრუზინსკის მისმა ყოფილმა მეუღლემ დავით ბაგრატიონ მუხრანელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, რადგან ის ორი დღის განმავლობაში სახლში ჩაკეტილი იყო. ცნობილია, რომ წყვილი ქორწინებაში 2012 წლიდან აღარ იმყოფება”, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, მაშინ როგორ მოხდა ძალადობის ფაქტი 2014 წელს?- ადვოკატი პასუხობს:

“მათ დარეგულირებული ჰქონდათ ბავშვის ნახვის დღეები, პარასკევი, შაბათი, კვირა და ანა შვილთან ერთად სისტემატიურად ჩადიოდა საგურამოში სწორედ ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ელისო რუხაძემ.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მასზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე იკითხება.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა დაინახა, რომ დაბრალებულ ლიდერებს პარტია ჩიხში შეჰყავდათ
შემდეგი სტატია“დამპალი ლიბერალები მტრების დამქაშები“ – კანდელაკმა პარლამენტის სესიაზე Правда-ს 1936 წლის ნომერი წარადგინა