ადვოკატის ინფორმაციით, ტერაქტის მზადების საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს ოპერაცია უტარდება

ტერაქტის მზადების საქმეზე დაკავებული ბექა ბექაურის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბექა ბექაურს თავის ქალა აქვს გატეხილი.

„ახლა მოვდივარ საავადმყოფოდან და მას წუთი-წუთზე დაუწყებენ ოპერაციას. თავის ქალა აქვს გატეხილი”, – აღნიშნა ადოკატმა.

მაია ჭრელაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას აღიარებს.

“მან ყველაფერი აღიარა, რასაც გამოძიება ედავებოდა. აღიარება არ უკავშირდება დაკავების დროს განხორცელებულ ზეწოლას“, – განაცხადა ადვოკატმა.

დაკავებული ბექა ბექაურის დეიდა კი აცხადეს, რომ ბექა ადრე სამხედრო იყო, მაგრამ უკრაინასთან შეხება არ ჰქონია.

„დედ-მამა არ ყავს და მე ვზრდიდი. ჩემს გარეშე ვერავისთან ჭამდა პურს. სასწაული ნაცემია, თავი აქვს გატეხილი ისე, რომ ოპერაცია ჭირდება, არ ვიცი, დაკავებისას თუ მერე ცემეს, ფაქტია, ნაცემია. არ ვიცი, რა მოხდა. ადრე სამხედროც იყო, მაგრამ უკრაინასთან შეხება არ ქონიათ, დანარჩენს ყველაფერს ალბათ პროფეცესზე გაიგებთ“, – განაცხადა ბექაურის დეიდამ.

banner
წინა სტატიაშიტერაქტის მზადების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ დასტურდება
შემდეგი სტატიაე.წ. ტერაქტის საქმეზე დაკავებული ბექა ბექაური ბრალს აღიარებს