ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს და სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობას შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ.

როგორც სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, ამ საკითხზე ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრები დღეს გამართა.

„საუბარი იყო ძირითადად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ჩვენი თხოვნა იყო, რომ მოეხერხებინათ რამენაირად ამ ექსპერტიზის ჩატარებაში ან საქმის მსვლელობისთვის გამოყონ წარმომადგენელი ვინც დააკვირდება ამ საქმის მსვლელობას. ასევე, მნიშვნელოვანი თხოვნა იყო, რომ გამოეყენებინათ თავიანთი დიპლომატიური არხები იმისთვის, რომ უზრუნველყონ სამართლიანი სასამართლოს უფლება პატიმრისთვის“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ „მთავარ არხთან“.

banner
წინა სტატიაშიივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – ქვეყნების სტატისტიკა
შემდეგი სტატიასამადაშვილი მაიკ მაკფოლის განცხადებაზე – სანქციების საკითხი წამოჭრილია არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ აშშ-ის დღის წესრიგშიც დადგა, ამ მიმართულებით ალბათ, უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში