33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ადვოკატის ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძეს აკავებენ

ადვოკატის ინფორმაციით, გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძეს აკავებენ.

შესაბამის ინფორმაციას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკვიშვილი ავრცელებს. ადვოკატის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნია იმნაძის სახლში ამ დროისთვის, პოლიციაა მობილიზებული.

ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის.

ცნობისთვის, სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე რამდენიმე პირი უკვე ცნო დამნაშავედ. კერძოდ, სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნული საქმისა, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“: ამ ეტაპზე ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია
შემდეგი სტატია“სახელმწიფო ელექტროსისტემა” „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას- სემეკ-ის წევრი