ადვოკატის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ შვილთან ერთად, საქართველო დატოვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ საქართველო დატოვა, – ამის შესახებ  ოჯახის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რატომ დატოვა ლეილა მუსტაფაევამ საქართველო და აპირებს თუ არა ის უკან დაბრუნებას, მოგვიანებით გაკეთდება განცხადება.
„ლეილა მუსტაფაევამ დღეს, გამთენიისას საქართველო დატოვა შვილთან ერთად. დამატებითი დეტალების შესახებ, თუ რატომ დატოვა და აპირებს თუ არა დაბრუნებას და ასევე სხვა დეტალებთან დაკავშირებით მოგვიანებით „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ გაავრცელებს ინფორმაციას“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების შესახებ საგამოძიებო მასალებზე მუშაობდა, თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მუხთარლის დაკავების შემდეგ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა აცხადებდა, რომ მას უთვალთვალებდნენ, რისი გამოძიების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართა.

banner
წინა სტატიაშიკოტე იოსელიანი – გუშინ თავს 15-მდე ადამიანი დამესხა, თავიდან ვერც კი მივხვდი, რომ პოლიცია იყო
შემდეგი სტატიამიტროპოლიტ იოანეს განცხადებით, საპატრიარქო იმსჯელებს, შეუჩეროს თუ გაუგრძელოს დეკანოზ გიორგი მამალაძეს მღვდელმსახურება