ადვოკატის ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელი ლაშა კვირკვაია საავადმყოფოშია

პოლიციელმა ლაშა კვირკვაიამ, რომელიც ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის გამოა დაკავებული, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი ამტკიცებს, რომ დაპირისპირება განყოფილებაში ადვოკატის, გიორგი მდინარაძის პროვოცირებული იყო და მას ბრალს უსამართლოდ უყენებენ.

ლაშა კვირკვაიას ბრალი ოფიციალრუად გუშინ დღის მეორე ნახევარში წარუდგინეს. დღეს კი სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა განიხილოს. პროტესტის ნიშნად კვირკვაია საკვებისა და წყალთან ერთად უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც.

banner
წინა სტატიაშიISIS-ის თვითმკვლელმა ტერორისტმა თურქეთში თავი აიფეთქა- დაჭრილია 4 პოლიციელი
შემდეგი სტატიათბილისში საფრანგეთის საელჩოს საპატრულო ეკიპაჟი იცავს