“ადვოკატი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაცული არ არის” – ზაზა ხატიაშვილი

ვაკეში მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილ ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ზაქარია ჩიბუხაშვილიც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, ადვოკატის მდგომარეობა სტაბილურია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ცოტა ხნის წინ მივიდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. მისი თქმით, ადვოკატები დღეს დაუცველები არიან.

“ჯერჯერობით უმძიმესი მდგომარეობაა, მაგრამ სტაბილური, უტარდება ქირურგიული ჩარევა. ეს არის საზარელი ფაქტი, რომ ადვოკატი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაცული არ არის, ხდება ადვოკატის გაიგივება თავის კლიენტებთან და ავდოკატებზე ხდება თავდასხმა და ეს არის დაუცველი პროფესია, რისკის სფერო. ეს არის საშინელი ფაქტი და მე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ყველა ის ნაძირალა, ვინც ადვოკატს ესროლა, საბრალდებო სკამზე დაჯდეს ძალიან დიდი ხანგრძლივობით“ – განაცხადა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. სოსო ჯოხაძესთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა ზაქარია ჩიბუხაშვილიც, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გულმკერდის არეშია დაჭრილი.

banner
წინა სტატიაშისომხური მხარის განმარტებით, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეხვედრია
შემდეგი სტატიავაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს