26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე: შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია

შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე წერს.

,,აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობას, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას.

შსს-ს განცხადება რომ უდიდესი ტყუილია, ამის დასადასტურებლად ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!”,- წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

18 აგვისტოს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: “მოვიდა დრო”.

ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა: “დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე… პოსტის სოც.ქსელში განთავსება „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა”.

banner
წინა სტატიაშისამცხე-ჯავახეთის რეგიონში საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
შემდეგი სტატიასამხედრო მობილიზაციის შიშით ათიათასობით რუსი საქართველოსკენ მიემართება – The Moscow Times