ადვოკატი: სავჩენკოს მდგომარეობა მძიმდება

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ

ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, რომელმაც გუშინ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა და წყლის დალევა დაიწყო – განაცხადა მისმა ადვოკატმა ნიკალაი პოლოზოვმა. მისი თქმით, მას ექიმების კონსულტაცია სჭირდება.
“გუშინ სავჩენკომ წყალი აღებინა. გარდა ამისა, მისი უკვე შერყეული ჯანმრთელობა მძიმდება. თავი იჩინეს ძველმა პრობლემებმა – თირკმლებში კენჭმა, რომელიც ორგანიზმის სტრესით არის გამოწვეული” – დაწერა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ადვოკატმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე სავჩენკოს მაღალი ტემპერატურა აქვს, რაც ორგანზმში მიმდინარე მწვავე ანთებით პროცესებზე მიუთითებს.
ადვოკატის თქმით, სავჩენკო რუს ექიმებს არ ენდობა, უკრაინელებმა კი ჯერაც ვერ მიიღეს თანხმობა დაკავებულთან ვიზიტის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს გადაწყვეტილებაზე, შიმშილობის დროს წყლის დალევა დაეწყო, იმოქმედა პეტრე პოროშენკოს წერილმა, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, ფეიკი აღმოჩნდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნას სთხოვს
შემდეგი სტატიაე.წ. საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დამრღვევებს ოსეთიდან გააძევებენ