ადვოკატი – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, თავს მხნედ გრძნობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებადამცველებმა მოინახულეს.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რა თქმა უნდა, დამძიმებულია. დღეს ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელიც შევა, აიღებენ ანალიზებს და მიუთითებენ პასუხში, სასიცოცხლო მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთ ხომ არ არის. ის სასიცოცხლო მაჩვენებელი დღემდე ექიმებს ეკავათ სამედიცინო ჩარევით, ხოლო უკვე ამის შემდეგომ როგორ გაგრძელდება და რა პასუხებს მივიღებთ ანალიზებიდან, ჩვენთვის უცნობია. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აგრძელებს შიმშილობას. სისუსტე ძლიერდება, თუმცა მორალურად ძალიან მხნედ არის და აპირებს გააგრძელოს ისე, როგორც აქამდე მოვიდა”, – თქვა გიორგი გელხაურმა.

​ამასთან, უფლებადამცველმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაშიბასილაია – არ გამიკვირდება, რომ 10-შიც არ ჩაატარონ პროცესი
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – პოლიტიკა არ არის ქვაში გამოკვეთილი ქანდაკება, რომელიც ვერ შეიცვლება