ადვოკატი – სააკაშვილი დღეს კიევის პროკურატურაში დაკითხვაზე არ მივა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევის პროკურატურაში საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში დანიშნულ დაკითხვაზე არ მივა, – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განუცხადა.
„პირველად მესმის დაკითხვაზე დაბარების შესახებ. არანაირი უწყება არ მიგვიღია“, – განაცხადა ბოგომაზოვმა.

ამასთან, სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ სააკაშვილის დაცვის მხარე საექსტრადიციო შემოწმებას უკანონოდ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით შარშან მიმართა, რის შემდეგაც უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საექსტრადიციო შემოწმება დაიწყო.
საქართველოში სასამართლომ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაში,,გუგეშაშვილის შვილს სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაკრძალავენ, ველოდებით საავადმყოფოში მეუფის მოსვლას, რომ შვილის ამბავი უთხრას”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – მჯერა, რომ ახალგაზრდებთან ერთად შევძლებთ სირთულეების გადალახვას