ადვოკატი: სააკაშვილი არაადამიანური, წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის მსხვერპლია

“როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ“,-ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კადრების გავრცელებას ეხმაურება.

“ როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!“- წერს გახაირა.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.

banner
წინა სტატიაშიგახარია სააკაშვილის შესახებ ვიდეოკადრებზე – როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ!
შემდეგი სტატიამელია: გეგმა არის ერთადერთი, არ იქნება მოსვენება, ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოინგრევა