გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე რომეო მიქაუტაძის ბრალდებას, თითქოს მას სუს-ში ფული მიჰქონდა, სიცრუეს უწოდებს.
მისი თქმით, საქმეში დაკითხული ბიზნესმენიც ადასტურებს, რომ თანხა უშუალოდ მიქაუტაძეს გადასცა, ხოლო ლილუაშვილს ან უწყებას ამ საქმესთან შემხებლობა არ ჰქონია.
















