ადვოკატი: რამოდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერებია, მხოლოდ იმისთვის, რომ დაადგინონ, რომ სააკაშვილი საქართველოშია

დიახ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია და ამას არ სჭირდება ბევრი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება – აცხადებს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი გიორგი გელხაური სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

საქალაქო სასამართლოში და საზღვრის უკანონო კვეთი საქმეზე უნდა იმსჯელოს. როგრც გელხაური განმარტავს, დაცვის მხარის შუამდგომლობა იქნება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და უნდა შეწყდეს:

“ვნახეთ ამ საქმეზე ათეულობით მოწმეა გამოკითხული, უამრავი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, რამოდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერებია წარმოდგენილი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაადგინონ, რო მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. დიახ, ნამდვილად, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია” – ამბობს გელახური.

წინა სტატიაშიოხანაშვილი – კანონი უნდა აღსრულდეს, სააკაშვილმა სასჯელი მოიხადოს
შემდეგი სტატიაპარტია “ საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა წურწუმია საზოგადოებას მიმართავს (video)