მალხაზ ველიჯანაშვილი: პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა

ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, საქმეს გრიფით ”საიდუმლო” ადევს, თუმცა როგორც ბრალის დადგენილებაშია ნათქვამი, მეგის ქარდავამ რომან დუმბაძის მკვლელობა იმ მოტივით შეუკვეთა, რომ ის არის საქართველოს მოღალატე.

ველიჯანაშვილის თქმით, მიმდინარეობს ძიება ასევე გენერალ მორისოვის მკვლელობის შეკვეთის საქმესთან დაკავშირებითაც.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ საქმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს პროკურატურა რეალურად რუსულ დაკვეთებს ასრულებს და რუსეთიდან გადაგზავნილ მასალებზე დაყრდნობით აწარმოებს ძიებას.

მისივე თქმით, მეგის ქარდავასთვის ბრალის წაყენების შემდეგ, მისი რომელიმე ქვეყანაში დაკავების შემთხვევაში, რუსეთს უჩნდება შესაძლებობა, მეგის ქარდავას ექსტრადირება მოითხოვოს.

banner
წინა სტატიაშივლადიმირ გროისმანმა მინისტრთა კაბინეტში თითქმის ყველა პოზიცია შეათანხმა
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით „Marlboro“- ს სიგარეტის უაქციზოდ შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს