ადვოკატი: პროკურატურა მელიასთვის შეზღუდვების გაუქმება და გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრის, ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ მელიასთვის შემზღუდავი ღონისძიებების გაუქმება და გირაოს 100 000-ლარამდე გაზრდა მოითხოვა.

“ვინაიდან დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, გირაოს თანხა გავზარდოთ 30 000-დან 100 000 ლარამდეო. ლოგიკას და სამართლებრივ დასაბუთებულობას არის აბსოლუტურად აცდენილი. პროკურატურამ ყველანაირი შემზღუდავი ღონისძიების, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგისა და ყველაფერი დანარჩენის, რაც, თავისთავად, ანტიკონსტიტუციური იყო, გაუქმება მოითხოვა. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ რაღაცას – ესე იგი, არ არსებობს მიმალვის, ზემოქმედების, მოწმეებსა და მოქალაქეებზე ზემოქმედების საფრთხე, ესე იგი, არ არსებობს საფრთხე იმ აბსურდისა, რომ საჯარო გამოსვლისას იგი მოუწოდებდა მოქალაქეებს და მოხდებოდა ახალი დანაშაული. ეს, როგორც იქნა, დღეს პროკურატურამ აღიარა და თვითონ მოითხოვეს ამის გაუქმება.

ვინაიდან ამ ყველაფერ ვაუქმებთ და არაეფექტური იყო, ვერ ვაკონტროლებდითო, გირაოს თანხა გავზარდოთ, რადგან თანხის ოდენობა გახდება შემაკავებელი მელიასთვისო. ყველა შემზღუდავი ღონისძიების გაუქმება, მათ შორის, პასპორტის დაბრუნებაც მოითხოვა. ერთი ხელით გვიბრუნებენ პასპორტს და მეორე ხელით ითხოვენ, რომ დამატებით შემზღუდავი ღონსიძება, საზღვრის კვეთა აეკრძალოს პროკურატურის ნებართვის გარეშე.” – ამბობს კონდახიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკოლეჯი “იბერია” რობოტიკის სკოლაში მსურველების მიღებას იწყებს
შემდეგი სტატიაირაკლი კუპრაძე: ბათუმი არ აპირებს დაუთმოს ივანიშვილს ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი!