პროკურატურა გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დამატებით დროს ითხოვს, – ამის შესახ გახარიას გუნდის წევრი და მისი უფლებადამცველი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს იმიტომ მოხდა, რომ “ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები“
სიჭინავა იმედოვნებს, რომ “გიორგი გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან“.
უკან მიდევნებული “მართლმსაჯულების” ამბავი
ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება კიდევ 2 თვით უნდა გავაგრძელოთო, შესაბამისად, შუამდგომლობენ წინასასამართლო სხდომის თებერვლის ბოლოს ჩატარებას.
გიორგი გახარიას მიმართ პოლიტიკურად შეკვეთილი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაზიანების ხარჯზე – ცხინვალის რუსულ მარიონეტულ საოკუპაციო რეჟიმს ქართულ მიწაზე (სოფელ ჩორჩანაზე) პრეტენზიების გამოხატვის დამატებითი საშუალება მისცეს (შეგახსენებთ IPRM ფორმატში გამართულ ბოლო ორ შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლის – კოჩიევის გაცხადებულ პოზიციებს) და ახლა ეძებენ მტკიცებულებებს, რაც ბუნებაში არ არსებობს.
იმედს ვიტოვებ, ცხინვალიდან არ ელოდებიან გიორგი გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს,- წერს სიჭინავა.

















