20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ადვოკატი: პირი, რომელზეც გორში სამართალდამცველებმა იძალადეს, გაათავისუფლეს და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუს“ მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.

ადვოკატის თქმთ, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი 353-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის მუქარით.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“შევეშვათ ერთმანეთზე ეჭვიანობას”- მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია„არასწორი მოლოდინების შექმნა ამორალურია“ — სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე