ადვოკატი – ოთარ აბესაძეს ჯანმრთელობის პრობლემები დაკავებამდეც ჰქონდა

ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის გამო, დაცვის მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას არ დააყენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება ბრალდებულისთვის უკვე დაწყებულია, თუმცა დასკვნის მომზადება დღეისთვის ვერ მოესწრო.

“დღეს იწყება საქმის არსებითი განხილვა. მხარეები შესავალ სიტყვას ვიტყვით. ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს, აზრი არ აქვს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას. ოთარ აბესაძეს დაკავებამდეც აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემები”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

აბესაძის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ცოტა წნის წინ დაიწყო. პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ, თუმცა დანარჩენს, კონკრეტულად რაში მიიჩნევს თავს დამნაშავედ, საქმის იურიდიული მსვლელობისას იტყვის.

მერიის ყოფილ თანამშრომელ ოთარ აბესაძეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, აბესაძემ მოქალაქეს, მდინარე მტკვარზე გარკვეული ნაგებობის აშენებისთვის ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ 3000 ათასი დოლარი გამოართვა.

banner
წინა სტატიაშიდარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
შემდეგი სტატიამიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ