ადვოკატი – ოფიციალური ნებართვა მოპოვებულია და ახლა ჯერი არის გიორგი მარგველაშვილზე, რომელმაც უნდა დაგეგმოს სააკაშვილთან ვიზიტი

„ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განვიხილავთ დღევანდელ პროცესს, რაც იყო პოლიტიკური გაგრძელება იმ ფარსისა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. პროკურატურა შეეცადა კადრების ჩართვით დაედგა შოუ, რაც არ გამოუვიდა. ამ საქმესთან დაკავშირებით განვიხილავთ მომდევნო მოქმედებებს და სამართლებრივ სტრატეგიას. განვიხილავთ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს და იმ ინიციატივებს, რომელიც შეიქმნა პოლიტიკურ ასპარეზზე. ამასთან, მინდა შევაფასო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაა”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას, ადვოკატის განმარტებით, ორივე პრეზიდენტი ერთმანეთთან შესახვედრად მზად არის და ოფიციალური ნებართვა მოპოვებულია, შესაბამისად ახლა ჯერი გიორგი მარგველაშვილზეა.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა ამ დროისთვის არ განიხილება.

„ორივე პრეზიდენტი მზად არის ერთმანეთთან შესახვედრად, ოფიციალური ნებართვა მოპოვებულია და ახლა ჯერი არის გიორგი მარგველაშვილზე, რომელმაც უნდა დაგეგმოს ვიზიტი აქ. მიხეილ სააკაშვილს არ უთხოვია ზურაბიშვილთან შეხვედრა და არც ზურაბიშვილს გამოუთქვამს შეხვედრის სურვილი, ამიტომ ამ საკითხს არ განვიხილავთ”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ოგბაიძე – გადავდივართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის თვისობრივად ახალ სისტემაზე
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ხაზთან საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს