ადვოკატი – ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, ზურაბ ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ

gulis eleqsiri

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ ზვიადაურის უდანაშსაულობას და სასამრთლოს წარვუდგენთ ცნობილი პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომ დაუდგნენ მას თავდებში, – ამის შესახებ ბრალის წარდგენის შემდეგ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა, კახა ცნობილაძემ განაცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, თავდებში დადგომის სურვილი გამოთქვეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ. ზურაბ ზვიადაურის ინტერესების დამცველის თქმით, თავად ოლიმპიური ჩემპიონისგან აქვს ინფორმაცია, რომ კიდევ რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა შეიძლება, გამოთქვას თავდებობის სურვილი.

„გაოგნებული ვარ, არ ველოდი ასეთ შედეგს. არ შეიძლება, ისეთ საზოგადო მოღვაწეს, როგორიც არის ზურაბ ზვიადაური, ისეთ ფაქტზე იჭერდნენ, როგორიც არის აუცილებელი მოგერიების შემთხვევა. მას აქვს იარაღის ტარების კანონიერი უფლება და ის მოქმედებდა კანონის ფარგლებში. ზვიადაური ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო, რათა დაეცვა თავისი თავიც და სხვისი სიცოცხლეც“, – აცხადებს ზვიადაურის ადვოკატი.

მისივე განმარტებით, წინანდალში არანაირი ბიზნესწილების შესახებ არ ყოფილა დაპირისპირება და ჩხუბის მიზეზი მხოლოდ ყოფითი საკითხი გახდა.

ხვალ დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელებენ, ადვოკატები გირაოს შეფარდების თაობაზე შუამდგომლობის დაყენებას არ გამორიცხავენ.

წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლომ გახარიას თანაგუნდელს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელები ხელისუფლებას სესხების სუბსიდირებას სთხოვენ