ადვოკატი: “ოცნების” პოლიტიკური ნებაა, ნიკა მელია გატეხონ და გადაახდევინონ გირაო

“ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ნებას, რომ როგორმე ნიკა მელია გატეხონ, ათქმევინონ თანხმობა, მოაწერინონ ხელი და გადაახდევინონ გირაო”, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი საქალაქო სასამართლოსთან საუბრობს, სადაც ამ წუთებში ნიკა მელიას პროცესი იწყება.

დღეს მოსამართლე ვალდებულია კითხოს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, თანახმაა თუ არა მიიღოს ამნისტია, რომელიც 20-21 ივნისისის საქმეზე ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ეხებათ. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც კანონშია გათვალისწინებული, რომ ამნისტიას თავად ბრალდებული უნდა ეთანხმებოდეს ამნისტიას.

ნიკა მელია სხდომას ვერ ესწრება, რადგან ის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დარბაზიდან გააძევა, თუმცა ენმ-ის თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშითვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცესკო-ც დააკვირდება
შემდეგი სტატიაშანე ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი: გამოკითხული იყო, როდესაც მისგან დნმ-ის ანალიზი აიღეს