8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ადვოკატი: ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძმები კაკულიების წინააღმდეგ ბრალდება უსაფუძვლოა

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, დავით და გურამ კაკულიების ადვოკატის, შოთა კაკულიას განცხადებით, საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც მის დაცვის ქვეშ მყოფებს აღნიშნულ დანაშაულთან დააკავშირებდა.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოტივი სრულიად უსაფუძვლოა და ეყრდნობა მხოლოდ პოლიციის პატაკსა და ანონიმურ წყაროებს, თითქოს მკვლელობა 2001 წელს მოსკოვში კაკულიების მამის გარდაცვალებისთვის შურისძიებას უკავშირდება.

„არ არსებობს მოწმე, რომელმაც ნახა ან გაიგონა, როგორ დაუკვეთეს კაკულიებმა მკვლელობა. არ არსებობს ჩანაწერი, შეტყობინება ან ზარი. 2001 წელს დავით კაკულია 6 წლის იყო, გურამი — 3-ის. ბრალდება გვთავაზობს დავიჯეროთ, რომ 20 წლის შემდეგ მათ შური იძიეს არა იმ პირზე, ვისაც ჭორი რამეს მიაწერდა, არამედ მის შვილზე, რომელსაც 2001 წლის ამბავთან არანაირი შეხება არ ჰქონია. 35-ტომიან საქმეში არსებული დნმ, ვიდეოები და თითის ანაბეჭდები მხოლოდ შემსრულებლებს (ჭელიძესა და კავილაძეს) ეხება და კაკულიებთან კავშირი არ აქვს“, — განაცხადა შოთა კაკულიამ.

banner
წინა სტატიაშიშვიდ პირს ყალბი პროფილებით მამაკაცების ძარცვისა და თავდასხმისთვის ბრალი წარედგინა
შემდეგი სტატიაომბუდსმენი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის წესში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება