ადვოკატი – ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს

„ნაციონალური მორაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ, არ დაესწრება.

როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, მისი ინფორმაციით, მელიას პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეტაპირება არ განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 6 აპრილს ვიშუამდგომლეთ სასამართლოსთან, რომ მას მისცემოდა დასწრების შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანეს სასამართლო პროცესზე, ჩვენი ინფორმაციით, ეტაპირება არ მოხდა და მელია სასამართლო სხდომას არ დაესწრება“,- განაცხადა კონდახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბარამიძე – ნიკა მელია სამართლიანად გახდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო
შემდეგი სტატიაშსს-მ ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევის 1 652 ფაქტი გამოავლინა