19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ადვოკატი: ნატა ვიბლიანის ისტორია ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველია

ნატა ვიბლიანის ისტორია ძალიან დიდი ინფორმაციის შემცველია,- ამბობს ნატა ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

,,დღევანდელ გამოკითხვაში არ მივსულვართ გაუპატიურების მუხლამდე. ნატა ვიბლიანი საუბრობდა მამის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ. საუბრობდა თუ როგორ უცნაურ გარემოშია მამა გარდაცვლილი. ასევე, არც იმას გამორიცხავს, რომ მამა მიიყვანეს თვითმკვლელობამდე.

ნატა ვიბლიანი ხვალ საგამოძიებო მოქმედებისას დეტალურად ისაუბრებს 9 წლის ასაკში მის მიმართ როგორ ახორციელებდნენ საზარელ დანაშაულს, კერძოდ, როგორ აუპატიურებდნენ მას. გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდი არსებობს.
მას აქვს ინფორმაცია, რომ მისი შვილი მოკლეს სამშობიაროში დაბადებისთანავე. დანარჩენი უკვე გამოძიების საკითხია. არავინ არ არის დაკავებული ნატა ვიბლიანის საქმეზე, თუმცა გამოკითხულია საკმაოდ ბევრი ადამიანი”-
ამბობს ადვოკატი.

დღეს ნატა ვიბლიანის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შაიშმელაშვილი: ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში
შემდეგი სტატიანარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის და წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ