მგზავრმა ავიაკომპანია Emirates იმის გამო უჩივლა, რომ მის მეზობლად მსუქანი ადამიანი იჯდა. მამაკაცი საკუთარ ადგილზე ვერ ეტეოდა და იტალიელ ადვოკატ ჯორჯიო დესტროს ხელს უშლიდა – წერს გამოცემა Daily Mail.
როგორც დესტრომ განაცხადა, ცხრა საათის განმავლობაში, კეიპტაუნიდან დუბაიში ფრენისას, ის, ძირითადათ, იდგა ფეხზე, ხანდახან კი ბორტგამცილებლებისთვის განკუთვნილ სკამზე ჩამოჯდებოდა.
იურისტმა სტიუარდესებს მსუქანი მგზავრის თავისუფალ ადგილზე გადასმა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. უთხრეს – ყველა ადგილი დაკავებული არისო. იტალიელი, ასევე გაბრაზებულია იმაზე, რომ ავიაკომპანიამ, შექმნილი მდგომარეობის გამო მას ბოდიშიც არ მოუხადა.
ავიაკომპანია აღნიშნული ინციდენტის შესახებ კომენტარზე უარს აცხადებს.