ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც უკვე გართულდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი.

„მიხეილ სააკაშვილმა ციხის საკნიდან, ისე, რომ სასამართლოში საზოგადოების წინაშე წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა და არც სატელეფონო ზარების განხორციელების. მოუგო „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არჩევნები. დღეს არის მთავარი ამოცანა, ეს მონაპოვარი ქართველმა ხალხმა ოფიციალურად გაიფორმოს. შესაბამისად, ყველა პროტესტი, ყველა მიტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიტინგების წარმატებით დასაგვირგვინებლად აუცილებელი და საჭიროა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. თუ ხალხი აქტიური იქნება, თუ ხალხი ამ მოთხოვნებს ბოლომდე მიყვება და ქართველი ხალხი არ დაიღლება, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება. უკვე დიდი ხანია ეს უნდა განხორციელებულიყო- მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, მან უკვე ძალიან დიდი წონა დაკარგა, შესაბამისად, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც უკვე გართულდება. ის საჭიროებს შესაბამისი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში გადაყვანას“,-განაცხადა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზიამ ახალი ფილიალი გახნსა
შემდეგი სტატიაქუთაისის სამხარეო პოლიციასთან აქტივისტებმა შიმშილობა დაიწყეს