ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება და მომდევნო დღეებში კიდევ გაუარესდება

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი უკვე მესამე დღეა ნებართვას ელოდება, რომელიც მისცემს საშუალებას მოინახულოს მესამე პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მე-13 დღეს გაუარესდა. ცოტა ხნის წინ რუსთავის ციხესთან მივიდა ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი. მისი თქმით, არ არსებობს კონკრეტული ვადა როდის შეიძლება მოთხოვნა დაუკმაყოფილონ ყიფშიძეს, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც საუბარია პატიმრის შიმშილზე, რეაგირება უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივი:

ამ ეტაპამდე პასუხი არ აქვს მიღებული. იმედი მაქვს, რომ მალე იქნება ეს პასუხი გაცემული. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება და მომდევნო დღეებში კიდევ გაუარესდება ალბათ, რაც შიმშილობის სპეციფიკიდან ლოგიკურია, ამ პირობებში აუცილებელია პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირადმა ექიმმა ისაუბრა მის დაავადებებზე, შესაბამისად მას აქვს სრული ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე და უპრიანია, რომ სწორედ მას ჰქონდეს სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა” ამბობს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილმა წამოიწყო ეს საქმე, ყველა კოზირი ხელში აქვს – ივერი მელაშვილი
შემდეგი სტატიაბასილაია – ჩვენი ამოცანაა, პოლიტიკური დევნა დასრულდეს, მიშა იყოს თავისუფალი