ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს

„თავს გრძნობს სუსტად. ღვიძლში ფერმენტები აქვს მომატებული და იმედია, დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს ექიმები. მიუხედავად ამისა, ის მზად არის ხვალინდელ პროცესზე წარსდგეს. დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, ვინც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. პრეზიდენტი ბედნიერია, რომ არის საქართველოს ჯარისკაცების გარემოცვაში, თუმცა გულნატკენია იმის გამო, რომ ეს ჯარისკაცები საქართველოს ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფებიდან არიან, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი ხელის ბიჭების ხელმძღვანელობით, გულანთებული პატრიოტები, რომელთა რესურსის დახარჯვაც შეიძლება საქართველოსთვის უკეთეს ადგილზე და უფრო მნიშვნელოვანი ინტერესებისთვის. ისინი აქ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად არიან გამოყენებული, თუმცა პრეზიდენტი მათ მიმართაც ძალიან დიდ სიყვარულს და მადლიერებას გამოხატავს. ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ყველა იმ აბსურდულ პოლიტიკურ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ. ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბრალდების სკამზე და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებას“, – განაცხადა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლეების კენჭისყრის დროს, “ლელომ” სხდომათა დარბაზი დატოვა
შემდეგი სტატიავაშაძე – ჩვენი პოზიციაა, იმ რედაქციით იყოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც მოხდა შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის