ადვოკატი – მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადირებისას მისი უფლებები დაირღვა

საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში მეგის ქარდავას შეხვდა.

ადვოკატის ინფორმაციით, იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიაზე და იმ გამამტყუნებელი განაჩენების გასაჩივრებაზე, რომელიც ქარდავას მიმართ არის გამოტანილი.

ველიჯანაშვილი ამბობს, რომ ქარდავას სახელით, სოციალურ ქსელში, მის გვერდზე გავრცელდება განცხადება, სადაც ქარდავა ამ საქმეებთან დაკავშირებით ისაუბრებს და ასევე იმაზე, რომ უკრაინიდან მისი ექსტრადირება პროცედურების უხეში დარღვევით მოხდა.

„განაჩენები ყველა გასაჩივრდება იმ ვადაში, რაც კანონით არის დადგენილი. მისი პოზიცია უცვლელია – ის კვლავაც არ აღიარებს არც ერთ ბრალდებას. მის დამოკიდებულებას ექსტრადირებაზე, როგორ იყო, რა პროცედურებით, რა დარღვევებით, ამაზე ერთიან განცხადებას გააკეთებს. ასევე ისაუბრებს იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, როგორ მოხდა ექსტრადირება.

მეგის ქარდავას შეფასებით, წინასაარჩევნოდ მოხდა გაცვლა უკრაინელ მოქალაქეებზე, სწორედ ამის შემადგენელი ნაწილია საქართველოში მათი შეწყალება და გაშვება, ეს იყო შეთანხმების ნაწილი, ამასთან დაკავშირებით ქარდავა დეტალურად ისაუბრებს მის განცხადებაში. მისი შეფასებით, წინასაარჩევნოდ მოხდა გაცვლა უკრაინელ მოქალაქეებს შორის, საქართველოში მოხდა მათი შეწყალება და გაშვება დაკავებულების, ხოლო მისი გადმოცემა იყო შეთანხმების ნაწილში. იმიტომ მოხდა დაჩქარებულად ყველაფერი და იმიტომ მოხდა ყველანაირი პროცედურის დარღვევით. ამაზე ქარდავა დეტალურად ისაუბრებს მის განცხადებაში. მისი უფლებები დარღვეულია. თავშესაფრის მაძიებელი იყო და სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული, არც უკრაინას ჰქონდა უარი ნათქვამი. ამის მიუხედავად განხორციელდა ესქტრადირება. ესეთი დარღვევა საქართველოშიც კი არ ხდება“,- განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ალმა” სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბოლნისში აცრილმა ადამიანმა წამახალისებელ ლატარიაში 10 000 ლარი მოიგო