ადვოკატი მედიას: დავამტკიცებთ, რომ ვიდეოში წარმოდგენილი პიროვნება თემურ ხარაული არ არის

სამართლებრივად დავამტკიცებთ, რომ ვიდეოში წარმოდგენილი პიროვნება თემურ ხარაული არ არის, – ასე მიმართა ჟურნალისტებს მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული თემურ ხარაულის ადვოკატმა ოთარ ხურციძემ.

მისი განცხადებით, თემურ ხარაულს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

„სამართლებრივად დავამტკიცებთ, რომ ვიდეოში წარმოდგენილი პიროვნება თემურ ხარაული არ არის. თქვენ მე სამართლებრივად მედავებით. ჩვენ სასამართლოში დავამტკიცებთ, რომ თქვენ შეგეშალათ, ამას შემდეგ ვიხილავთ. არაფრის მრცხვენია. ვარ უფლებადამცველი, გავეცანი საქმის მასალებს და დავამტკიცებ, რომ თქვენ ბევრი რამ გეშლებათ“, – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიხმაური ოზურგეთის ბაზარში- ერთმანეთს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და მოვაჭრეები დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატია“აგვისტოში “დელტა ვარიანტის” დომინანტობა გვექნება”