ადვოკატი ლაშა ხოშტარია – დაკავებულებს შეუზღუდეს დაცვის უფლება, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია

“ჩემი შეხედულებით 8 ადამიანია დაკავებული. აქედან მე ოფიციალურად ვიცავ ორს.მათ პოლიციის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან-აცხადებს “თაიმერთან” საუბარში ადვოკატი ლაშა ხოშტარია.

მისივე განცხადებით, ე.წ ჩოხოსნები ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ტერიტორიაზე და გამოაყრეს დაკავებული პირები.მათი მხირდან ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული, თვითნებობის მეორე ნაწილი, ძალადობის მუქარით- აცხადებს “თაიმერთან” საუბრისას ადვოკატი ლაშა ხოშტარია.

შეგახსენებთ, გამთენისას მეუფე სტეფანემ ჩოხოსანთა დახმარებით ჭყონდიდის ეპარქიიდან განყენებული სასულიერო პირები ძალის გამოყენებით მონასტრიდან გამოაძევა.
სალხინოში ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. არსებული ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველების დამატებითი ძალები იმერეთიდან ჩაიყვანეს.

ავტორები: მარიამ პაიჭაძე, აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიიუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ერთიანი ქსელი შექმნა
შემდეგი სტატიარკინის გალია აჭარის მთავრობის სახლთან