25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე გორში მომხდარზე: ეს სისხლის სამართლის დანაშაულია — კანონი ვერ დაგვავალდებულებს ვიყოთ ადამიანები

“სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით დანაშაულია სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა (იხ. მუხლი 129. დაუხმარებლობა).

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ვიდეოებში ვითარება სრულად არ ჩანს და ბავშვის დახმარების ფაქტი შესაძლოა მართლაც არსებობდეს, ეს არ გამორიცხავს იმ მოქალაქეობრივ და მორალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მსგავს სიტუაციებში თითოეულ პირს მყისიერად ეკისრება.
სამწუხაროა, რომ ადგილზე მყოფმა სრულწლოვანმა პირებმა არა მხოლოდ პასუხისმგებლობის განცდა, არამედ ელემენტარული ადამიანური ემპათია და თანაგრძნობა ვერ გამოავლინეს.
იურიდიული ნიუანსებისა და ყოველგვარი კაზუისტიკური მსჯელობის მიღმა, მინდა ყველამ გავაცნობიეროთ, რომ მსგავს ვითარებაში ერთმანეთზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომლის გარეშეც ფაქტობრივად დავკარგავთ ადამიანურ სახეს.

კანონი ვერასდროს დაგვავალდებულებს ვიყოთ ადამიანები, მაგრამ ადამიანობა ყოველთვის გვავალდებულებს, რომ არ ვიყოთ გულგრილები, განსაკუთრებით პატარებისა და ბავშვების მიმართ” ,_ წერს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში გორში მომხდართან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშისოლიდარობის მისია ევროპიდან მონღოლეთამდე
შემდეგი სტატიააფეთქებები კრასნოდარში: უკრაინულმა დრონებმა ნავთობქარხანას და სამხედრო ობიექტებს დაარტყეს