ადვოკატი ირმა ჭკადუა ირაკლი შოთაძის ანგარიშს შთამბეჭდავს უწოდებს

მოვისმინეთ ანგარიში, რომელიც იყო ძალიან შთამბეჭდავი, გასაგებ ენაზე დაწერილი და ანგარიშში გაწერილია მომავალი გეგმებიც, – ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს პროკურატურის მუშაობის ერთწლიანი მუშაობის შეჯამების შემდეგ განუცხადა.

როგორც ირმა ჭკადუამ აღნიშნა, ანგარიში პრეზენტაცია პროკურორ ირაკლი შოთაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის პოლიტპატიმრების სტატუსთან დაკავშირებით.

„ჩემი კითხვები ეხებოდა, პოლიტპატიმრების თემას, ძალიან მტკივნეულია მათთვის რომ, ისინი დღეის მდგომარეობით არიან პოლიტპატიმრები და ამავდროულად არიან ნასამართლეობის სტატუსით, როგორ მოხდება მათი განაჩენების გადახედვა. ჩემი კითხვა ასევე ეხებოდა საკლუბო ნარკოტიკების თემასაც, საუბარია ამ მუხლის გადახედვაზე, ვიკითხე პროკურორების მიდგომასთან დაკავშირებით სხვადასხვა დანაშაულების მიმართ, მათ შორის 117 მუხლზე, რომელიც გულისხმობს განზრახ დაზიანებას, სადაც სასანქციო ნაწილი არის 11 წელი, მაშინ როცა მკვლელობაზე არის 8 წელი, აშკარად შეუსაბამოა და ვფიქრობ, საკანონდებლო ბაზა უნდა დაიხვეწოს. ვიდრე დიახვეწა, ვფიქრობ, პროკურორებმა აქტიურად უნდა გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურპრო საბჭოს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში გააცნო.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : ოკუპაციის შესახებ კანონს ჭირდება ცვლილებები, ამას ითხოვენ ჩვენი ევროპელი მეგობრები
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე : პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსების საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში 20-ზე მეტი შუამდგომლობაა გაგზავნილი