ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ცემეს

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. უფლებადამცველი ამბობს, რომ მას შელაპარაკება უცნობ პირთან მოუვიდა, რის შემდეგაც მამაკაცი ავტომანქანიდან გადმოვიდა და ზაქარეიშვილს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო, თუმცა ადვოკატი მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
„გადმოხტა მანქანიდან და მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მემუქრებოდა ფიზიკური ლიკვიდაციით, ფიზიკური ანგარიშსწორებით. დიდი იმედი მაქვს, რომ გადაკვალიფიცირდება ეს 365-ე მუხლის მესამე ნაწილზე,“ – აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმართლმსაჯულების იმიტაცია – ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას პასუხობს
შემდეგი სტატიავარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა – დაშავებულია სამი ადამიანი