16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული ბრძოლა საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვას გულისხმობს

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ვიზიტის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრემიერის ადვოკატი ნათია თამაზაშვილი შევიდა. ციხის დატოვების შემდეგ უფლებადამცველმა მედიასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

მმართველი გუნდის შეფასებებს, თითქოს ღარიბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქვეყნის მტრები ერთ ენაზე საუბრობენ“, ადვოკატმა მოკლე კომენტარით უპასუხა:

„რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით რა უნდა გითხრათ, ირაკლი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რადიკალურ ოპოზიციას ებრძოდა, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, — განაცხადა ნათია თამაზაშვილმა.

banner
წინა სტატიაში20 წლამდე ან უვადო პატიმრობა — პროკურატურამ ნასაკირალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი ერთ პირს წაუყენა
შემდეგი სტატიასარფის საბაჟოზე 400 ათას ლარზე მეტი ღირებულების უკანონო ოქრო ამოიღეს — დაკავებულია ერთი პირი