11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ადვოკატი: ინფორმაცია დავით მიქაძის დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში მსჯავრდებული დავით მიქაძე დაკავებული არ არის. ამის შესახებ მსჯავრდებულის, ძებნაში მყოფი მიქაძის ადვოკატმა, შორენა მიქაბაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მას დავით მიქაძესთან ჰქონდა კომუნიკაცია და დასძენს, რომ დავით მიქაძე დაკავებული არ არის და გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ადვოკატის განცხადებით, არათუ დაკავებას, ინციდენტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე საფრანგეთში დააკავეს.

როგორც ცნობილია, დავით მიქაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში.მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობაზე
შემდეგი სტატიატრამპი უკრაინა-რუსეთზე: შეთანხმებას უნდა მიაღწიონ