„2026 წელს გაჩერებული გამოძიება გაგრძელდა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, აღმოჩნდა, რომ საქმეში არსებობდნენ სხვა პირები, რომლებიც აქამდე გამოკითხული საერთოდ არ იყვნენ და მათთვის არავის არანაირი შეკითხვა დასმული არ ჰქონდა. ასევე, აღმოჩნდა, რომ ნამდვილად არსებობს გურამ დადიანიძის კომპიუტერი და ტელეფონი. ახლა, სულ ცოტა ხნის წინ ამოიღეს და ექსპერტიზის ბიუროში გადაიგზავნა ექსპერტიზის ჩასატარებლად.
თუმცა, ჩვენ დავინახეთ, რომ კონკრეტულ გამომძიებელს არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ გაეგრძელებინა ეფექტური გამოძიება, ამიტომ დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ საქმე სხვა გამომძიებლებისთვის გადაცემულიყო და თბილისში გადმოგზავნილიყო — ჩვენც აღნიშნული მოთხოვნა დავაყენეთ. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დღეს ჩვენ გვპირდებიან, რომ სახელმწიფო გამოიყენებს ყველა რესურსს, რათა აუცილებლად გასცეს პასუხი კითხვას, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა გურამ დადიანიძე“, — ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ტვ პირველთან.
ინფორმაციისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.















