21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ადვოკატი გურამ დადიანიძის საქმეში გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვას ითხოვს

გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე საქმეში გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვას ითხოვს.

გურამ დადიანიძის საქმეზე:

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოვითხოვეთ გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანა!

სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი ყველა დეტალის გასარკვევად.

საქმეში უნდა მოხდეს გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვა!

მადლობა, რომ ამ 2 თვეში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი!

გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი!

მადლობა საზოგადოებას ასეთი ნდობისთვის, მაგრამ საქმის გამოძიებას არ ატარებს დაზარალებულის ადვოკატი.

საქმის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს და არა ადვოკატს.

ველოდებით შსს-ს გადაწყვეტილებას”.- წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიველისციხეში სკოლის გახსნისა და ონლაინ სწავლების გაუქმების მოთხოვნით გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატიაპესკოვი: რუსეთში პოლიტპატიმრები არ არიან