სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის თავს უდანაშაულოდ ცნობს, არავითარ საპროცესო შეთანხმებაზე შეთავაზება და მოლაპარაკება არ დაწყებულა.
ადვოკატის თქმით, დღევანდელი პროცესი „ქოლცენტრების“ ეპიზოდთან იქნება დაკავშირებული.
„ჯერჯერობით გრძელდება ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების წარმოჩენა, იკითხებიან ბრალდების მოწმეები და როგორც ვართ ინფორმირებულები, გრძელდება „ქოლცენტრების“ ეპიზოდი.
ბატონი გრიგოლი თავს უდანაშაულოდ ცნობს, არავითარ საპროცესო შეთანხმებაზე შეთავაზება და მოლაპარაკება არ დაწყებულა. ადამიანი თავს უდანაშაულოდ ცნობს და საპროცესო შეთანხმება, იცით, რომ გულისხმობს ბრალის აღიარებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სიმართლე დადგინდება“, – განაცხადა ადვოკატმა.















