ადვოკატი: გიორგი რურუაზე თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან იყო ორგანიზებული

“მთავარი არხის” მეწილის გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი რურუაზე თავდასხმა ხელისუფლებამ „რამდნიმე კრიმინალს დაავალა“.

მისივე თქმით, მომხდარ ფაქტს წინ რაიმე შელაპარაკება არ უძღვოდა.

„ეს არ იყო პატიმარზე ერთობლივი თავდასხმა, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმა, რაც ბუნებრივია დაევალებოდა მათი მითითებების შემსრულებელ 2-3 კრიმინალს. შესაბამისად, მოხდა მასზე ფიზიკური თავდასხმა. გამომდინარე იქიდან რომ ეს მოხდა არჩევნებიდან ერთ დღეში, ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ორგანიზებული იყო, არანაირი უთანხმოება ან შელაპარაკება არ უძღვოდა წინ ამ ინციდენტს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამასთან, ადვოკატი დასძენს, რომ ამ დროისთვის გიორგი რურუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: რურუაზე თავდასხმა დადგმულია
შემდეგი სტატიაცესკო: არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა