ადვოკატი: გიორგი გიორგანაშვილი პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო დააკავეს

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, გიორგანაშვილი პოლიციამ მათთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო დააკავა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გიორგის საქმეში არსებობს მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება. მეტი რაიმე ობიექტური დეტალი საქმეში არ არის. ეს ორი პოლიციელი ამბობს, თითქოს მათ ამოიღეს ბუპრენორფინი. გიორგი დაკავების მომენტიდან არ აღიარებს დანაშაულს, რადგან ადამიანმა არ შეიძლება აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია. არაერთხელ შესთავაზეს საპროცესო გარიგება, რაზეც უარს აცხადებს, რადგან როგორც თავად ამბობს, არ ჰქონია ის ნივთიერება, რომელიც მისგან “ამოიღეს”, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ არის დაგეგმილი. დღეს კი მის მხარდასაჭერად დედა ენის ბაღში აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი “თეთრი ხმაურის” მოძრაობაა. გიორგი გიორგანაშვილი 5 თვის წინ დააკავეს და ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარებისთვის წაუყენეს. სასჯელი 8-იდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშინინო სურგულაძე: აფხაზი და ოსი ძმებისგან მავთულხლართებით გაყოფა შეუძლებელია
შემდეგი სტატიანარკოტიკული საშუალება ვასაძემ ჩამიდო, ყველაფერის მოტივი კი დედაჩემია – ხარშილაძის პირველი კომენტარი