4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ადვოკატი: გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად რუსთავის N6 დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო

გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა დარეჯან სულაშვილმა განუცხადა.

უფლებადამცველის თქმით, ეს ინფორმაცია მას უშუალოდ გიორგი დავითაძემ მიაწოდა.

„გიორგის მონათხრობის მიხედვით, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა ეს კადრები — როგორ ისვრის გიორგი პოლიციელის მისამართით, ციხეში ატყდა „შუმოკი“ [ხმაური]. გრგვინავდა ციხე… ყველამ მოითხოვა „პრაგულკა“ [გასეირნება]… გამოითქვა პროტესტი და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ პროტესტის ფარგლებში მოექცა ის მიზეზი, რასაც დღეს პენიტენციური [სამსახური აკეთებს]. დაახლოებით 6 პატიმარი შიმშილობს, გიორგის უცხადებენ სოლიდარობას“, — განაცხადა დარეჯან სულაშვილმა (წყარო: „ნეტგაზეთი“).

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციისთვის უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიასოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში – სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს