25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ადვოკატი: გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი მალანიას ბრალეულობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებული გიორგი მალანიას ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე აცხადებს, რომ საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები არ მოიპოვება.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარადგინეს. ცუცქირიძის რწმენით, ობიექტური სასამართლოს პირობებში მალანიას მიმართ მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.

„არ არსებობს არცერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილ ბრალს გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით დაამტკიცებს… მიგვაჩნია, რომ არსებითი განხილვის დასასრულს მოსამართლემ უნდა გამოიტანოს ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება — სრულად გამამართლებელი განაჩენი“, — განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, გიორგი მალანია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის შვილია. მას ბრალი გიგა ავალიანის მიმართ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიჩორჩანას ეპიზოდი: გახარიას პარტია ირაკლი კობახიძის სასამართლოში გამოძახებას ითხოვს
შემდეგი სტატიაადვოკატი: რომეო მიქაუტაძის ბრალდება, თითქოს ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა