14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ადვოკატი: ღარიბაშვილი ახალ ბრალს არ ეთანხმება და ახალი წერილის გავრცელებას აპირებს

ირაკლი ღარიბაშვილი ახალ ბრალს არ ეთანხმება და ახალი წერილის გავრცელებას აპირებს.

ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსული მისი ადვოკატები საუბრობენ. როგორც ისინი ამბობენ, ექსპრემიერმა ბრალის დადგენილებას დღეს ხელი არ მოაწერა

ამას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და სრულად არის პოლიტიკური პროცეს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. ვერ გეტყვით ვის ინტერესებში შედის [ახალი ბრალდება] ლოგიკა არ ექვემდებარება ჩემი პირადი შეფასებით. არალოგიკურია მიმდინარე პროცესები, არარსებულ ბრალზეა საუბარი და რა უნდა ვთქვა გარდა იმისა, რომ ეს არის სრულად პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკურად დევნილია ირაკლი დღეს. […] …ცალსახად შემიძლია გითხრათ, არანაირ ქრთამზე არ არის საუბარი, არც აღიარა, ხელის არ მოაწერა ირაკლიმ ამ ბრალდებას. მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა… არ ვიცი ვინ გაწირა [ღარიბაშვილი]. აუცილებლად გაირკვევა” [TV პირველი]- ამბობს ღარიბაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, მისი ცოლის და ნათია თამაზაშვილი

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ახალი ბრალი წარუდგინეს. როგორც პროკურატურაში თვეს, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ მისცეს.

უწყების ცნობითვე, “ჯუანშერ ბურჭულაძემ 750 000 ლარი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს”. ღარიბაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრი: მშობლებს შეუძლიათ ფორმა გამოიწერონ ან შეაკერინონ იმ დიზაინის, ნაჭრის და კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ნორმატიული აქტითაა დადგენილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: მან ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა