ადვოკატი: ერთადერთი, როცა შეიძლება გარკვეული მედიკამენტის მიღებაზე იფიქროს, თუ ამაზე დაელაპარაკება პირადი ექიმი

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს უზრუნველყოს პაციენტთან მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის შეშვება. ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილი წამლებს არ იღებს და ერთადერთი შემთხვევა, როცა მან შეიძლება გარკვეული მედიკამენტები მიიღოს პირადი ექიმის ჩარევის შემთხვევაში მოხდება.

“მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ვიზიტები მე-18 დაწესებულებაში. როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, რამდენიმე დღეა ნიკა ყიფშიძე ვერ ახერხებს პრეზიდენტის მონახულებას. ამ ეტაპზე წამლებსაც არ იღებს, ერთადერთი შემთხვევა, როცა მან შეიძლება გარკვეული ტიპის მედიკამენტის მიღებაზე იფიქროს, ეს არის, თუ ამაზე დაელაპარაკება მისი პირადი ექიმი, სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, უზრუნველყოს პირადი ექიმის დაშვება მიხეილ სააკაშვილთან, რათა შესაძლებელი გახდეს იმ ელემენტარული და ძალიან სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტოზური მკურნალობის მიღება, რაც უბრალოდ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მყისიერ გადარჩენას ემსახურება”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიალასანია: სააკაშვილის ერთადერთი დანაშული ისაა, რომ 2008 წელს ქვეყანა რუსებს ბრძოლის გარეშე არ გადასცა
შემდეგი სტატიაადვოკატი: ციხის მედპერსონალმა არ იცის აპარატურის გამოყენება ,მიხეილ სააკაშვილი გაოცებულია