ადვოკატი: “ელისაშვილი იარაღის გამოყენებას არ ცდილობდა”

ალეკო ელისაშვილის ადვოკატი არ ადასტურებს, რომ მანდატურებს სახეზე ნაკბენები მისი დაცვის ქვეშ მყოფისგან აქვთ მიღებული.

„ნაკბენები მე ალეკოსგან არ გამიგია“, – ამბობს გიორგი რეხვიაშვილი.

ადვოკატის თქმით, ყველაფერი კარგადაა ასახული და ჩანს ვიდეოჩანაწერებში, რითაც დასტურდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იარაღის გამოყენებას არ ცდილობდა.

იარაღის გამოყენებას ის არ ცდილობდა, ალეკო ელისაშვილს სურვილი რომ ჰქონოდა იარაღის გამოყენების, კარგად იცით, რომ კარგად ფლობს იარაღს და ის მარტივად შეძლებდა სამი უიარაღო ადამიანის შეჩერებას. როგორც პროკურატურა ამბობს, რომ ის ცდილობდა ტერორისტული აქტის ჩადენას, თუ პრიორიტეტი იქნებოდა ტერორისტული აქტი, ის მარტივად მიაღწევდა აღნიშნულს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოებაა, როდესაც დაინახა შენობაში შემოსული 3 მანდატური, მან დანაშაულისგან ხელი აიღო, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“აბასთუმანში, სუფთა ჰაერზე მოკალათებულ სადისტს ყველამ უნდა ვუჩივლოთ საკუთარი მოსახლეობის ქიმიური იარაღით მოწამვლისა და ამოხოცვის მცდელობის გამო” – ქეთი დევდარიანი
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ ჭამს, ისევე, როგორც, აღარ ყლაპავს, უკვე 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას” – სააკაშვილი ელისაშვილის ტერორიზმის მცდელობის საქმეზე