7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ადვოკატი: დიტო ჩუბინიძისთვის პატიმრობის შეფარდება კანონთან შეუსაბამოა

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. უფლებადამცველის, ნონა ფილაურის განცხადებით, გადაწყვეტილება კანონთან შეუსაბამოა.

ადვოკატის თქმით, ჩუბინიძე ნაკლებად მძიმე დანაშაულშია ბრალდებული, ხოლო საქმე ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუს ეფუძნება, რომელიც გამოძიების ეტაპზე გამოკითხულიც არ ყოფილა.

„ჩუბინიძემ პროცესზე განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ის ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არის ჟურნალისტი… ნებისმიერი ინფორმაციის გაცემაზე პასუხს მხოლოდ რესპონდენტი აგებს“, — აღნიშნა ნონა ფილაურმა.

გენერალური პროკურატურის განმარტებით, ჩუბინიძე დაკავებულია საბოტაჟის ბრალდებით. უწყების ცნობით, ის სხვადასხვა მედიასაშუალებითა და სოციალური პლატფორმებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს.

banner
წინა სტატიაშიმამა ზენონი: პარტიების აკრძალვა დემოკრატიის დემონტაჟია და ეწინააღმდეგება ეკლესიის მისიას
შემდეგი სტატია“დიალოგს შინაარსი “ოცნებამ” გამოაცალა”- ევროპარლამენტარები