ადვოკატი – დეკანოზთან ციხეში შედიოდნენ პირები, რომლებიც დუმილის სანაცვლოდ თავისუფლებას სთავაზობდნენ

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. ჯერ უცნობია, როდის გამოცხადდება განაჩენი.

როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზმა დასკვნით სიტყვაში ყველა იმ საკვანძო მომენტზე ისაუბრა, რაც მის უდანაშაულობას ამტკიცებს.

ადვოკატი ამბობს, რომ დეკანოზმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ ციხეში შედიოდნენ პირები, რომლებიც თავისუფლების სანაცვლოდ თანამშრომლობას სთავაზობდნენ.

„მან ისაუბრა კონკრეტულ ფაქტებზე, როცა ციხეში იყო და უცხო პირები თანამშრომლობას სთავაზობდნენ, რომ თუ ის წყნარად იქნებოდა და ბევრ პრობლემას არ შექმნიდა, არ იხმაურებდა, გამოუშვებდნენ“, – ამბობს ფანცულაია.

ადვოკატი არ აკონკრეტებს, ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ციხეში დეკანოზთან შედიოდნენ, თუმცა ამბობს, რომ ისინი პროკურატურის თანამშრომლები არ იყვნენ.

“მან ასევე ისაუბრა, თუ რატომ იყო აბსურდული, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა კარიერისთვის სჭირდებოდა. მან მოიყვანა კონკრეტული წერილი, თუ როგორ სთხოვდა მეუფე დიმიტრის მე დამაბრუნე ეპარქიაში და არანაირი სურვილი არ მაქვს დაწინაურებისო“,- განაცხადა ფანცულაიამ პროცესის დასრულების შემდეგ.

 

banner
წინა სტატიაშიჭერის ჩამონგრევის გამო ფოთის თეატრმა მუშაობა შეაჩერა
შემდეგი სტატიადიღმის ტყე-პარკში სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს